წარმოდგინეთ სამყარო, სადაც რეალობა და ფანტაზია ერთმანეთს ისე უახლოვდება, რომ შეუძლებელია მათი გარჩევა. სამყარო, სადაც მეცნიერება, ტექნოლოგიები და რწმენა იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ეს ყოველი კარგავს საზღვრებს. ამ სამყაროში არსებობს გეგმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ჭორებითა და კონსპირაციებით იყო გარშემორტყმული ეს გახლავთ პროექტი სახელად — „Blue Beam“.
საიდუმლო, რომლის დამალვაც სურთ გავლენიან ელიტარულ ჯგუფებს, რომლებსაც მსოფლიოს ბედი ხელში აქვთ ჩაგდებული. მათი მიზანია, კაცობრიობის წინაშე ისეთი პიესა წარმოადგინონ, რომელიც მთლიანად შეცვლის ჩვენი ცივილიზაციის მომავალს. მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლავთ — შექმნან გლობალური მმართველობის სისტემა, რომელიც სრულ კონტროლს დაამყარებს ადამიანებზე, რესურსებზე და თავად რეალობის აღქმაზეც კი.
სერჟ მონასტი კანადელი ჟურნალისტი, ავტორი და მკვლევარია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი შეთქმულების თეორიით, სახელწოდებით „Blue Beam“. 1994 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ეს თეორია იყო აღწერილი და ამტკიცებდა, რომ გლობალური ელიტა და NASA ახალი მსოფლიო წესრიგის (NWO) დასამყარებლად მასშტაბურ თაღლითობას გეგმავდნენ.
სერჟ მონასტმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი პროექტი ოთხ ძირითად ეტაპისგან შედგებოდა:
1. ტრადიციულ შეხედულებებზე ძირის გამოთხრა, რაც მონასტის თქმით, ძალად ისახავს არქეოლოგიურ აღმოჩენებს და ხელოვნურად შექმნილ „სამეცნიერო მტკიცებულებებს“, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებს მსოფლიო რელიგიების, ქრისტიანობის, ისლამის და იუდაიზმის, საფუძვლებს.
2. მეორე ეტაპია შეგდება ჰოლოგრაფიული შოუებით ცაში ღვთაებების, „მესიების“ და თუნდაც უცხოპლანეტელების ჰოლოგრაფიული პროექციების შექმნა მთელ მსოფლიოში, თანამგზავრების (სატელიტიბის) გამოყენებით. ეს პროექციები სავარაუდოდ, თითოეულ ადამიანს ინდივიდულაურად მიმართავს. მიზანია ადამიანების მოტყუება და ერთიანი მესიანური მოსვლის განცდის შექმნა.
3. მესამე ეტაპი არის ტელეპათიური შეჭრა თითოეული ადამიანის გონებაში. ამისთვის გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომლებიც ადამიანთა გონებაში გადასცემენ ხელოვნურად შექმნილ აზრებსა და ხმებს. ეს ისე იქნება განხორციელებული, თითქოს ეს იყოს ღვთაებრივი გამოცხადება. საბოლოოდ, ამით მოხდება მასობრივი ფსიქოლოგიური მანიპულაცია და ადამიანების დამორჩილება.
4. აპოკალიფსის დადგმა, ეს ეტაპი მოიცავს ხელოვნურად გამოწვეულ კატასტროფებს, მათ შორის მიწისძვრებს, ეკონომიკურ კოლაფსს და უცხოპლანეტელების შემოჭრის სიმულაციასაც კი. ეს ყველაფერი კეთდება საომარი მდგომარეობის შემოღებისა და გლობალური ციფრული კონტროლის საბოლოო განხორციელების მიზნით.
ახლა კი გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც ამ ილუზიას რეალობას უფრო აახლოებს, ნაწილობრივ ადასტურებს სერჟ მონასტის ნამუშევარს და გარკვეულ პარალელებს ავლებს.
ფაქტი N1
2012 წელს, კოაჩელას მუსიკალური ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ტექნოლოგიური შოუს ადგილი გახდა: სცენაზე გამოჩნდა გარდაცვლილი რეპერი ტუპაკ შაკური. ჰოლოგრაფიული პროექციის დახმარებით, მაყურებელს აჩვენეს ათ წელზე მეტი ხნის წინ გარდაცვლილი არტისტის რეალისტური ვირტუალური „პერფორმანსი“.
ეს ინციდენტი ცხარე დისკუსიების საგანი გახდა არა მხოლოდ კულტურულ გარემოში, არამედ შეთქმულების თეორეტიკოსებს შორის, კერძოდ, „Blue Beam“ პროექტში. მათი თქმით, ასეთი ტექნოლოგიები ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ შეიძლება ვიზუალური ილუზიების გამოყენება მასობრივი აღქმის გავლენისთვის, რეალობის ჩასანაცვლებლად და საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირებისთვის.
ფაქტი N2
„აპოკალიფსის ხმები“ (Sky Trumpets): 2010-იანი წლებიდან მოყოლებული, მთელ მსოფლიოში უცნაური ხმები ისმის, რომლებიც თითქოს ციდან მომდინარეობს და საყვირებს ან მეტალის გუგუნს წააგავს. ამ აკუსტიკურ ანომალიებს „აპოკალიფსის ხმები“ უწოდეს.
„Blue Beam“-ის თეორიის მომხრეები ამას მომავალი „ღვთაებრივი გამოცხადების“ ხმოვან რეპეტიციად მიიჩნევენ. ეს არის ისეთი ეფექტები, რომლებსაც შეუძლიათ ზებუნებრივი ჩარევის ილუზიის შექმნა.
ფაქტი N3
HAARP (High-frequency Active Auroral Research Program)
HAARP არის ამერიკული კვლევითი პროექტი ალასკაში, რომელიც ოფიციალურად იონოსფეროს შესწავლას ისახავს მიზნად. თუმცა, თეორიულ წრეებში ის დიდი ხანია დავის საგანია.
სერჟ მონასტის თქმით, ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელია ხელოვნური კლიმატური კატასტროფებისა და მიწისძვრების გამოსაწვევად – „Blue Beam“ პროექტის საბოლოო ეტაპის ფარგლებში, რომლის მიზანია მომავალი აპოკალიფსის განცდის შექმნა.
მეგობრებო, გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში — თქვენი ხედვა ჩემთვის ძვირფასია და ნამდვილად საინტერესო იქნება, როგორ აღიქვამთ ამ თემას თქვენ.