მანდელას ეფექტი

მანდელას ეფექტი

მანდელას ეფექტი, გახლავთ ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანების დიდი ნაწილი იხსენებს ისეთ ისტორიულ მოვლენებს, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. მას ასევე კოლექტიურ ცრუ მეხსიერებად მოიხსენიებენ.

მანდელას ეფექტი გაჩნდა ფიონა ბრუმის წყალობით — პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა 2009 წელს შენიშნა, რომ მრავალი ადამიანი, მათ შორის თვითონაც, თვლიდა, თითქოს ნელსონ მანდელა 1980-იან წლებში ციხეში გარდაიცვალა — რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ამ უცნაური მოვლენის გამო ბრუმმა შექმნა სპეციალური ვებსაიტი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ მსგავსი მცდარი მოგონებების გაზიარება.

ვინ იყო ნელსონ მანდელა ?

ნელსონ მანდელა იყო სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც რასიზმისა და აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მან თავისი ცხოვრება თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას მიუძღვნა, სეგრეგაციის რეჟიმის წინააღმდეგობის გამო 27 წელი ციხეში გაატარა, ხოლო გათავისუფლების შემდეგ სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა (1994–1999). მანდელამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის დემოკრატიულ მშვიდობიან გადასვლაში და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. იგი 2013 წელს გარდაიცვალა. ყველაფრის და მიუხედავად ბევრი ამტკიცებდა, რომ ნათლად ახსოვს, რომ მანდელა 80-იან ან 90-იან წლებში ციხეში გარდაიცვალა, რადგან მას სასტიკად აწამებდნენ, ზოგიც, რომ მის დაკრძალვის ცერემონიას ტელევიზიით ადევნებდა თვალყურს. ამის შედეგად გავრცელდა და დამკვიდრდა ტერმინი, რომელიც დღეს ცნობილია როგორც „მანდელას ეფექტი“.

რატომ აგრძელებს არსებობს მანდელას ეფექტი ?

ზოგიერთი მანდელას ეფექტს უბრალოდ მეხსიერების შეცდომაზე მეტ რამედ აღიქვამს: ზოგი მას პარალელურ სამყაროებს შორის გადასვლად ხსნის, ზოგი კი ვირტუალურ რეალობაში არსებულ ხარვეზად, რომელშიც, სავარაუდოდ, ვცხოვრობთ. ასეთი ინტერპრეტაციები ფენომენს საიდუმლოებით მოცულ აურას სძენს და რეალობის აღქმას ეჭვქვეშ აყენებს.

გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა დარწმუნებული იყავით წარსულის რომელიღაც ფაქტში, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო? დაწერეთ კომენტარებში — იქნებ ეს თქვენი პირადი მანდელას ეფექტია.

გავრცელებული მანდელები.

პიკაჩუ

მრავალი ადამიანი დარწმუნებულია, რომ პიკაჩუს კუდის ბოლო შავი იყო. სინამდვილეში კი — ის ყოველთვის მთლიანად ყვითელი იყო.

მიკი მაუსი

ბევრს ახსოვს მიკი მაუსი წითელი შორტებითა და ბრეტელებით, თუმცა ორიგინალურ გამოსახულებებზე მას ბრეტელები არასდროს ჰქონია.

მონოპოლია

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას მონოკლით იხსენებს, თამაშის ლოგოს პერსონაჟს სინამდვილეში არასდროს ჰქონია მონოკლი.


მართალია, უცნაურად და საშიშადაც კი ჟღერს, ეს ყოველი მაგრამ ამავდროულად, ძალიან მომხიბვლელიცაა. მანდელას ეფექტი გაფიქრებინებს: რამდენად სანდოა ჩვენი მეხსიერება? ასეთი შემთხვევები სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება – ზოგი მათ ფსიქოლოგიით ხსნის, ზოგი რეალობის ჩავარდნებით, ან იქნებ ეს სულაც მარკეტინგის გავლენითაა !?

ჩემი აზრით, ეს მხოლოდ დამთხვევები არ არის. 2012 წელს, როდესაც სამყაროს აღსასრული იყო ნაწინასწარმეტყველები, შეიძლებოდა დაწყებულიყო საიდუმლო პროექტი, მაგალითად, პროექტი „Blue Beam“. მას შემდეგ უცნაურობები მრავლდება, თითქოს ვიღაც ერევა ჩვენს აღქმასა და აწმყო წარსულში.

ეს მხოლოდ მეხსიერების შეცდომები არ არის – ეს უფრო ღრმა და იდუმალი რამაა.

Show 1 Comment

1 Comment

  1. Lixun

    ჩემთვის მანდელას ეფექტი არა მხოლოდ მეხსიერების თამაშია, არამედ რაღაც მეტიც. მაფიქრებს, რამდენად ვენდობი საკუთარ მოგონებებს, რამდენად ბევრ რამეს ვაშენებთ იმაზე, რაც უბრალოდ ასე გვგონია და თუ წარსული ასე ადვილად ირევა, რამდენად მყარია რეალობა? ალბათ, ეს ეფექტი გვახსენებს, რომ ადამიანი შეცდომებით იარსებებს, მაგრამ ეს არც ცუდია, პირიქით, მეხსიერების სისუსტეში რაღაც ადამიანური და სათუთი იმალება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *