
კონფიდენციალობის პოლიტიკა
ძალაში შესვლის თარიღი: 15/05/2025
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Infinium Hub-ზე ვებ-გვერდზე, რომელიც ეძღვნება სამეცნიერო ფანტასტიკას, პარანორმალურ მოვლენებს, კონსპირაციულ თეორიებსა და უცხოპლანეტელებზე ინფორმაციის გავრცელებას.
თქვენი კონფიდენციალურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავიცვათ თქვენი მონაცემები.
ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს ინფორმაციას.
პერსონალური მონაცემების შეგროვება
1. რა სახის ინფურმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ ?
1.1) საერთო იდენტიფიკაციის მონაცემები
- მომხმარებლის სახელი
- გვარი
- ელფოსტის მისამართი
1.2) ტექნიკური ინფორმაცია
- ბრაუზერის ტიპი და ვერსია
- ოპერაციული სისტემა
- მოწყობილობის ტიპი
1.3) ვებსაიტზე ქცევის მონაცემები
- რომელი გვერდები მოინახულა მომხმარებელმა
- თითოეულ გვერდზე გატარებული დრო
- დათვალიერების სიხშირე და დროის მონაკვეთი
2. როგორ და რა მიზნებისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ?
ჩვენ ვიყენებთ ამ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:
2.1 ) ვებსაიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად
თუ, როგორ იყენებეს მომხმარებელი ვებ-გვერდს, რათა შევთავაზოთ უფრო ოპტიმიზირებული და მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი.
2.2) ვებ-გვერდის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
გამოვავლინოთ საეჭვო აქტივობები და დავიცვათ ვებ-გვერდი არასასურველი ან მავნე აქტივობისგან.
2.3) მომხმარებელთა დაცვა
ვუზრუნველვყოთ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება.
3. კონტენტის საკუთრება და ავტორის უფლებები
3.1 საიტზე გამოქვეყნებული მასალები (სტატიები, კომენტარები, მედიაფაილები და სხვა შინაარსი მასალები) არ ექვემდებარება კოპირებას, თუ კი თავდაპირველი რესურსი და ავტორი არ არის მითითებული.
3.2 იმ შემთხვევაში, თუ სტატიის ავტორი გადაწყვეტს პლატფორმის დატოვებას ან წაშლის ანგარიშს, პუბლიკაციები და მასალები, რომლებიც მან შექმნა და გააზიარა Infinium Hub-ზე, ავტომატურად გადადიან Infinium Hub-ის მფლობელობაში. ეს გულისხმობს პლატფორმისთვის უფლების მინიჭებას სტატიის შენახვისა, გამოქვეყნების და ხელმისაწვდომობის გაგრძელების მიზნით.
3.3 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და აქტიური მონაწილეობა ნიშნავს თანხმობას აღნიშნულ პირობებზე.
4 წესების დარღვევა და ანგარიშის შეზღუდვა
4.1 ადმინისტრაციის უფლებამოსილება დარღვევების შემთხვევაში
ვებსაიტის ადმინისტრაციას აქვს სრული უფლება:
- დროებით შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა საიტზე ან მის კონკრეტულ რესურსებზე.
- პერმანენტულად დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში და წაშალოს მის მიერ გამოქვეყნებული კონტენტი.
თუ დაფიქსირდა რომელიმე შემდეგი ქმედება: - პლატფორმის წესებისა და პირობების დარღვევა.
- სიძულვილის ენის, დეზინფორმაციის, მუქარის ან ნებისმიერი სახის მავნე შინაარსის გამოქვეყნება.
- ტექნიკური ექსპლოიტების გამოყენება ან ვებსაიტის სტაბილურობისათვის ხელის შეშლა.
- სხვა მომხმარებლების უფლებების და კონფიდენციალურობის დარღვევა.
- ვებსაიტის მავნე მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის დაუდასტურებელი რეკლამის, სპამის ან ბოტური აქტივობის გაწევა.
აგრეთვე, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, გადასცეს დამნაშავის მონაცემები სამართალდამცავ ორგანოებს იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე დაფიქსირდება მავნე სახის ქმედებები რომლებიცაა:
- სტაბილური ფუნქციონირების მიზანმიმართული შეფერხება.
- პლატფორმის მომხმარებლების მიმართ მუქარა, ზეწოლა, დაშინება ან სიტყვიერი ბულინგი.